გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქოცურ ივენთებზე, სადაც კობახიძე სიტყვით გამოდის წესიერ ადამიანს არ უნდა ვხედავდეთ. ნათია, ისე ნუ იზამ შენს მდგომარეობაზეც შევწუხდეთ“ - საავიაციო სოფლის გახსნაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას ნინია კაკაბაძისა და ნათია ფანჯიკიძის დაპირისპირება მოჰყვა

6-09-2026

სოციალურ ქსელში ნინია კაკაბაძესა და ნათია ფანჯიკიძეს შორის დაპირისპირება ამბასადორის საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას მოჰყვა, სადაც სიტყვით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა.


„არაფერი იდუმალი, სოხუმელმა ბიზნესმენმა გახსნა კაჭრეთში ავიასადგომი და დაპატიჟეს ვეტერანთა ორგანიზაციაც, სადაც ერთ-ერთი წევრია, ლ'ამაზად კი გაუქარდავთ“- ასე უპასუხა ფსიქოლოგმა, ირაკლი ალასანიას მეუღლემ, ნათია ფანჯიკიძემ ნინია კაკაბაძეს მას შემდეგ, რაც მან გაოცება გამოხატა ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას დასწრებაზე.


ფანჯიკიძის ამ განმარტებას კაკაბაძემაც უპასუხა და მიუგო, რომ მსგავს ღონისძიებაზე დასწრება ყოვლად მიუღებელია.


„იმედის ქარდის გარეშეც, ქებურიას ქოცურ ივენთებზე, სადაც კობახიძე სიტყვით გამოდის წესიერ ადამიანს არ უნდა ვხედავდეთ! კონცერტებზე და თეატრში აღარ დავდივართ, იქ ქოცებს რომ არ გადავეყაროთ. რა საჭიროა ახლა ეს ამდენი პოლემიკა?! ეგრე ხდება, გაჩუმებით იწყება კონფორმიზმი და მერე გრძელდება როგორც თამარამ დაწერა ამაშუკელმა. ამიტომ, რომ გითხრა რამე მიკვირსთქო, მოგატყუებ. მეტს აღარ მოგწერ. ირაკლის იქ მისვლა და შენი თავის მართლება უხარიათ ახლა ქეთევან-ლაშა მიქიაშვილებს, თუ მაროშკინებს. თორემ ჩემი ლანძღვა, მე რომ მხოლოდ მახარებს, ეგ კარგად იციან“, - უპასუხა ნინია კაკაბაძემ ფანჯიკიძეს.


კაკაბაძემ ასევე დაამატა, რომ გაუგებარია, როგორ შეუძლია ირაკლი ალასანიას „ასე ჯდომა და ამ ბოროტების მანქანის სმენა“ და ფანჯიკიძეს სთხოვა ალასანიასთვის გადაეცა, რომ „ძალიან სამწუხაროა მისი ამ მდგომარეობაში ყურება.“


აქვე, კაკაბაძემ ფანჯიკიძის მიმართ მუქარანარევი რეპლიკით დაასრულა: „ნათია, ისე ნუ იზამ შენს მდგომარეობაზეც შევწუხდეთ.“

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930