გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან

10-09-2026

ჩვენ შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარიზში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.


„მნიშვნელოვანია, ევროპას ჰქონდეს თავისი ხედვა, თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკა კოსმოსის საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი, როგორც პატარა ქვეყნის რესურსები ამ მიმართულებით შეზღუდულია, თუმცა ჩვენ ვართ გადაწყვეტილებების მიღების ნაწილი. ჩვენ ვმონაწილეობთ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენი პოზიციაც არის მნიშვნელოვანია ევროპელი პარტნიორებისთვის. ჩვენ შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს. მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930