გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Mziskari • მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის კონკურსის - ECTN Awards 2026-ის ფინალისტია

10-09-2026

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Mziskari • მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის - ECTN Awards 2026-ის ფინალისტია.


კონკურსზე 23 ევროპული ქვეყნიდან 72 განაცხადი იყო წარმოდგენილი. „მზისკარი“ ნომინაციაში „შემოქმედებითი ტურიზმი და თანამონაწილეობით შექმნილი კულტურული ტურისტული გამოცდილებები“ (Creative Tourism and Co-Created Cultural Tourism Experiences) ევროპის ოთხ საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა.

 

„მზისკარის“ მხარდასაჭერად გადადით ბმულზე, აირჩიეთ კატეგორია „Creative Tourism and Co-Created Cultural Tourism Experiences“ და მიეცით ხმა პროექტს: https://culturaltourism.awardstage.com/#!/public-choice-voting

 

ECTN Awards 2026-ის გამარჯვებულები 24 სექტემბერს, საბერძნეთის კუნძულ სკიათოსზე გამოვლინდებიან.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930