გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შაკო კუჭაშვილი გახარიას პარტიაზე: ჯერ იყო და  ხმების მოპოვების მიზნით ავრცელებდნენ ხმებს, თითქოს ივანიშვილის პარტია იყვნენ, შემდეგ, ვითომ რბილი ტონით, ბიძინა ივანიშვილზე საუბრობდნენ, ახლა კი მისი სახელით ყალბი განცხადებების გავრცელებასაც კადრულობენ

10-09-2026

მზაკვრობით, ვირეშმაკობითა და მოღალატეობრივი ქმედებებით ცნობილმა გახარიას პარტიამ მომენტით ისარგებლა და სოციალურ ქსელებში ბიძინა ივანიშვილის სახელით ყალბი განცხადებების გავრცელება დაიწყო, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


კუჭაშვილის განცხადებით, ეს არ არის პირველი მცდელობა, როდესაც გახარიას პარტია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ცდილობს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით.


მისივე შეფასებით, გახარია „ზღვარს გადავიდა“ და მისი ეს ქმედება უპასუხოდ არ დარჩება.


„მზაკვრობით, ვირეშმაკობითა და მოღალატეობრივი ქმედებებით ცნობილმა გახარიას პარტიამ მომენტით ისარგებლა და სოციალურ ქსელებში ბიძინა ივანიშვილის სახელით ყალბი განცხადებების გავრცელება დაიწყო. ჯერ იყო და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანისა და ხმების მოპოვების მიზნით, ავრცელებდნენ ხმებს, თითქოს ბიძინა ივანიშვილის პარტია იყვნენ. შემდეგ, ვითომ რბილი ტონით, ბიძინა ივანიშვილზე საუბრობდნენ, ახლა კი მისი სახელით ყალბი განცხადებების გავრცელებასაც კი კადრულობენ. ზღვარს გადავიდა საზღვარგარეთელი პოლიტიკოსი და ძალიან ცდება, თუ ჰგონია, რომ ეს ყველაფერი უპასუხოდ დარჩება, ქართველი ხალხის ინფორმაციული ტერორი გატარდება, ან შერჩება. იმ ხალხს, რომელმაც არაერთგზის ნახა თქვენი სახე, ვერცერთი ბინძური ხერხით ვერ მოატყუებთ“, - წერს შაკო კუჭაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30