გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართველი მეზღვაურები სახელდებიან, როგორც გამორჩეული კვალიფიკაციის ადამიანები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი პასუხისმგებლობის გრძნობა, ძალიან კარგი განათლება და რაც ყველაზე მთავარია, გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით - მარიამ ქვრივიშვილი

11-09-2026

სიამაყით დაგიდასტურებთ, რომ ყველა პლატფორმაზე, ყველა შეხვედრაზე ჩვენი ქართველი მეზღვაურები სახელდებიან, როგორც გამორჩეული კვალიფიკაციის ადამიანები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი პასუხისმგებლობის გრძნობა, ძალიან კარგი განათლება და რაც ყველაზე მთავარია, ისინი გამოირჩევიან შრომის მოყვარეობით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.


მისი თქმით, წლიდან წლამდე ქართველ მეზღვაურებზე მოთხოვნა მზარდია.


„სახელმწიფო თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც განიხილავენ ამ სექტორში ჩართულობას შევუქმნათ ყველანაირი შესაძლებლობა იმისთვის, რომ შეიძინონ ეს საინტერესო და საკმაოდ მაღალი ღირებულების მქონე პროფესია", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031