გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანტიამერიკული პროპაგანდა ოპოზიციის პროპაგანდისტული „ფორმულას“ ეთერში, პრეზიდენტ ტრამპის დაცინვა და მისი დადანაშაულება ამომრჩევლის მოსყიდვაში

12-09-2026

რადიკალური ოპოზიციისა და მიხეილ სააკაშვილის პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებში ანტიამერიკული ნარატივების ტირაჟირება გრძელდება.


ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში, წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი და სტუმარი, „ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარი გიგა ჯოხაძე ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციას და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია თავდასხმის, დაცინვის და კრიტიკის ობიექტად აქცევენ.


მათ პრეზიდენტი ტრამპი ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულეს. კერძოდ, ტრამპის დაპირება თითოეული ამერიკელისთვის 5 000 დოლარის გადაცემის შესახებ, მათ ახსენებთ - „1 მილიონი ყველა სოფელს”. ასევე მას ადანაშაულებენ საარჩევნო საზღვრების იმდაგვარად შეცვლაში, რომ არასამართლიანი უპირატესობა „რესპუბლიკურმა“ პარტიამ მოიპოვოს.


გადაცემის წამყვანმა განაცხადა, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ნაბიჯები სასაცილოა და მას საზოგადოება სერიოზულად ვერ აღიქვამს.


აღნიშნული განცხადებები კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, როგორ ეწევა ოპოზიციური მედია ამერიკის შეერთებული შტატების და მისი ინსტიტუტების დისკრედიტაციას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031