გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

14-09-2026

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე თესლის საშუალო და გრძელვადიანი შენახვის ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.


ეროვნული გენეტიკური ბანკის შექმნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომლის მიზანი საქართველოს მცენარეთა გენეტიკური რესურსების, აგრობიომრავალფეროვნების, უნიკალური ენდემური სახეობებისა და ქართული ჯიშების დაცვა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნებაა.


თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შექმნილი ეროვნული გენეტიკური ბანკი უზრუნველყოფს ქართული და საერთაშორისო მცენარეთა გენეტიკური რესურსების გასამრავლებელი მასალების საშუალო და გრძელვადიან შენახვას. ბანკი ასევე ხელს შეუწყობს გენეტიკური რესურსების კონსერვაციას, კვლევას, აღდგენას, სელექციურ პროცესებში გამოყენებასა და გავრცელებას.


„საქართველო გენეტიკური რესურსების მრავალფეროვნებით გამორჩეული ქვეყანაა. იგი მრავალი კულტურის პირველადი წარმოშობის ადგილია, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი ხორბალსა და ვაზს უკავია. მრავალათასწლიანი ისტორიისა და მდიდარი აგრონომიული მემკვიდრეობის შედეგად მიღებული გენეტიკური რესურსების დაცვა და შენარჩუნება ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანაა. ერთიანი ეროვნული გენეტიკური ბანკის შექმნა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თანამედროვე ინფრასტრუქტურა და საიმედო შენახვის პირობები მოგვცემს შესაძლებლობას, ქართული კულტურების გენეტიკური რესურსები გრძელვადიან პერსპექტივაში შევინარჩუნოთ და მათი სამომავლო გამოყენებისთვის შესაბამისი სამეცნიერო საფუძველი შევქმნათ“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930