გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა დობორჯგინიძე: იპოდრომზე „ტრამპ-თაუერი“ იხსნება, ერიკ ტრამპი მთავრობას ეკონომიკურ ზრდას უწონებს, ამ დროს კი გვყავს ოპოზიცია, რომელიც ითხოვს ანაკლიის პორტისთვის ტრამპის სახელის დარქმევას და ჯო უილსონის მეგობარი აქტს ელოდება

16-09-2026

„იპოდრომზე „ტრამპ-თაუერი“ იხსნება, ერიკ ტრამპი მთავრობას ეკონომიკურ ზრდას უწონებს, ამ დროს კი გვყავს ოპოზიცია, რომელიც ითხოვს ანაკლიის პორტისთვის ტრამპის სახელის დარქმევას და ჯო უილსონის მეგობარი აქტს ელოდება“, - წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე.


მისი თქმით, ერთი პარტიაც კი არაა ვისაც ანტი-ტრამპ პლატფორმის შექმნის იდეოლოგიური, ინტელექტუალური და პოლიტექნოლოგიური რესურსი აქვს.


„იპოდრომზე „ტრამპ-თაუერი“ იხსნება, ერიკ ტრამპი მთავრობას ეკონომიკურ ზრდას უწონებს, ირანის სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ სანქციებს შევუერთდით. ამ დროს კი გვყავს ოპოზიცია, რომელიც საქართველოში ებრძვის პრო-ირანულ რეჟიმს, ითხოვს ანაკლიის პორტისთვის ტრამპის სახელის დარქმევას და ჯო უილსონის მეგობარი აქტს ელოდება.


ერთი პარტიაც კი არაა ვისაც ანტი-ტრამპ პლატფორმის შექმნის იდეოლოგიური, ინტელექტუალური და პოლიტექნოლოგიური რესურსი აქვს და პოსტ-ტრამპ რეალობაში ოცნებასთან დასაპირისპირებლად ემზადება, ან დემოკრატებს ელაპარაკება, ან ბრიტანეთი/კანადის გარშემო შემოკრებილ საშუალო ძალების ალიანსს, ამერიკის ინსტიტუციური ურყვნელობის რწმენას ბოლომდე არ დაკარგავენ“, - წერს დობორჯგინიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031