გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, თურქეთისა და ყაზახეთის რესპუბლიკების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა

16-09-2026

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 70-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ნინო უტიაშვილმა თურქეთისა და ყაზახეთის რესპუბლიკების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის მემორანდუმებს მოაწერა ხელი.


მემორანდუმების  ხელმოწერას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ესწრებოდა.


დოკუმენტების გაფორმება საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს.


„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. მსგავსი შეთანხმებები ქმნის დამატებით შესაძლებლობებს პროფესიული ცოდნისა და ექსპერტული შესაძლებლობების განვითარებისთვის. აღნიშნული ხელს უწყობს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში თანამედროვე მიდგომების დანერგვას და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, ადამიანისა და გარემოს რადიაციული რისკებისგან ეფექტურ დაცვას ემსახურება“, - აღნიშნა ნინო უტიაშვილმა.


IAEA-ს 70-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია აქტიურად მონაწილეობს ორმხრივ შეხვედრებში. შეხვედრებზე განიხილება მიმდინარე თანამშრომლობა, სამომავლო შესაძლებლობები და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საერთო ინტერესის საკითხები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930