გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი აეროპორტების მართვისა და ინვესტიციების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ განს შეხვდა

16-09-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აეროპორტების მართვისა და ინვესტიციების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ განს შეხვდა.


შეხვედრაზე Changi Airports International-მა ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მიმართ გამოხატა ინტერესი. როგორც საუბრისას აღინიშნა, კომპანია მონაწილეობას მიიღებს იმ საერთაშორისო ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორის შერჩევისთვის გამოაცხადებს.


შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში ტურიზმისა და საავიაციო სექტორებში ბოლო წლებში დაფიქსირებულ ზრდის დინამიკას. აღინიშნა, რომ სწორედ აღნიშნული ტენდენცია განაპირობებს კომპანიის მხრიდან ვაზიანის აეროპორტის განვითარების მიმართ ინტერესს.


შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და Changi Airports International-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930