გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: შპს „ვოლტ ჯორჯიას“ მიერ სარეკლამო კამპანიისთვის აკაცუკის, ალექსანდრე კორძაიას, იგივე Kordz-ის შერჩევა არის „ვოლტის“ მომხმარებელთა შეურაცხყოფა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მმართველი გუნდის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია

16-09-2026

„აშშ-ში მომხმარებელთა ბოიკოტმა არაერთ დიდ კომპანიას რეალურად უკან დაახევინა ვოუქიზმის მავნებლური პროპაგანდის ტირაჟირებისგან. ყველაზე თვალსაჩინოა Bud Light, Target, Tractor Supply და სხვა. საქართველოს შემთხვევაში, შპს „ვოლტ ჯორჯიას“ მიერ სარეკლამო კამპანიისთვის აკაცუკის, ალექსანდრე კორძაიას, იგივე Kordz-ის, შერჩევა არის „ვოლტის“ მომხმარებელთა შეურაცხყოფა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მმართველი გუნდის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია,“ - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


როგორც აბაშიძე აღნიშნავს, „ვოლტ ჯორჯია“ არ პროპაგანდირებს ვოუქიზმის სახით მავნებლურ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას - ის გაცილებით უარესს აკეთებს: სარეკლამო სახედ იყენებს ნაცექსტრემისტთა ერთ-ერთ სახედაკარგულ არარაობას, ვინმე Kordz-ს.


„აშშ-ში მომხმარებელთა ბოიკოტმა არაერთ დიდ კომპანიას რეალურად უკან დაახევინა ვოუქიზმის მავნებლური პროპაგანდის ტირაჟირებისგან. ყველაზე თვალსაჩინოა Bud Light, Target, Tractor Supply და სხვა. საქართველოს შემთხვევაში, შპს „ვოლტ ჯორჯიას“ მიერ სარეკლამო კამპანიისთვის აკაცუკის, ალექსანდრე კორძაიას, იგივე Kordz-ის, შერჩევა არის „ვოლტის“ მომხმარებელთა შეურაცხყოფა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მმართველი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.


განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ „ვოლტ ჯორჯია“ არ პროპაგანდირებს ვოუქიზმის სახით მავნებლურ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას — ის გაცილებით უარესს აკეთებს: სარეკლამო სახედ იყენებს ნაცექსტრემისტთა ერთ-ერთ სახედაკარგულ არარაობას, ვინმე Kordz-ს. საკურიერო მომსახურების კონკურენციაში თუ რა ბედი ელის ქართულ, გააკაცუკებულ „ვოლტს“, ამას უახლოესი პერიოდის მომსახურების სტატისტიკა აჩვენებს. „ვოლტ ჯორჯიას“ მენეჯმენტს კი მისთვის არასასურველი შედეგების ლოდინი დიდხანს არ მოუწევს“, - წერს აბაშიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930