გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე გრიგოლ ლილუაშვილზე: ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, გუნდისთვის არის დისკომფორტი, რომ გუნდის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი აღმოჩნდა გახვეული ასეთ ქმედებებში

17-09-2026

ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. დანარჩენზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას გრიგოლ ლილუაშვილის სასჯელთან დაკავშირებით.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კანონი უნდა აღსრულდეს, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.


„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. დანარჩენზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა. რა თქმა უნდა, თავისთავად ესეც გუნდისთვის არის დისკომფორტი, რომ იყო გუნდის ყოფილი წარმომადგენელი, მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც აღმოჩნდა გახვეული ასეთ ქმედებებში. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, ადამიანურადაც მძიმეა, სამწუხაროა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30