გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის სამინისტროში უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მხარდაჭერის ფინანსური მიმოხილვის შეხვედრები გაიმართა

17-09-2026

მიმდინარე წლის 14-16 სექტემბერს, თავდაცვის სამინისტროში უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მხარდაჭერის ფინანსური მიმოხილვის შეხვედრები გაიმართა , რომლის ფარგლებშიც, განხილულ იქნა აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსებით და სხვა წყაროებით საქართველოსთვის დახმარების აღსრულების საკითხები. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


უწყების ცნობით, საქართველოს მხრიდან, შეხვედრებში მონაწილეობდნენ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე და გენერალური შტაბის წარმომადგენლები.


აშშ-ის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის ევროპული სარდლობისა და თავდაცვის და უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30