გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლადო სადღობელაშვილი გვარამიაზე: როდესაც აცხადებს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის „ურთიერთზიზღი ბუნებრივია“ და „ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები“, ეს სხვა არაფერია, თუ არა კონფლიქტის გაღვივების, იარების გაღრმავებისა და ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობა

21-09-2026

„ნიკა გვარამიას ბოლო განცხადება სცდება პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას! როდესაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის „ურთიერთზიზღი ბუნებრივია“ და „ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები“, ეს სხვა არაფერია, თუ არა კონფლიქტის ხელოვნურად გაღვივების, იარების გაღრმავებისა და ქვეყნის ახალ ომში ჩათრევის მცდელობა“, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.


როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ოპოზიციის ეს ფრთა უცხოელი პატრონების დირექტივით მოქმედებს, რომელთა მთავარი მიზანიც საქართველოში მუდმივი დაძაბულობა, შუღლი და მეორე ფრონტის გახსნაა.


„ნიკა გვარამიას ბოლო განცხადება სცდება პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას! როდესაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის „ურთიერთზიზღი ბუნებრივია“ და „ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები“, ეს სხვა არაფერია, თუ არა კონფლიქტის ხელოვნურად გაღვივების, იარების გაღრმავებისა და ქვეყნის ახალ ომში ჩათრევის მცდელობა!


ცხადია, ვის ინტერესებში შედის კავკასიაში ცეცხლის ხელახლა დანთება და შერიგების პერსპექტივის საბოლოოდ განადგურება. ოპოზიციის ეს ფრთა უცხოელი პატრონების დირექტივით მოქმედებს, რომელთა მთავარი მიზანიც საქართველოში მუდმივი დაძაბულობა, შუღლი და მეორე ფრონტის გახსნაა. ხალხს სურს მშვიდობა, დიალოგი და გამთლიანება, ხოლო უცხოური ძალებისგან მართული ოპოზიცია კვლავ სისხლის ღვრისა და ომის რიტორიკით საუბრობს“, - წერს ლადო სადღობელაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031