გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება

22-09-2026

„ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც ჩინეთში მიმდინარე გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში მონაწილეობს.


მარიამ ქვრივიშვილის თქმით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში დამუშავებული ტვირთის მოცულობა 24%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო რკინიგზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ, წლიურ ჭრილში, 11%-იანი ზრდა აჩვენა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.


„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სატრანზიტო სარკინიგზო გადაზიდვები 14%-ით გაიზარდა, რაც დღევანდელი ჩვენი დისკუსიის საკვანძო საკითხს წარმოადგენს. ეს ზრდა გვავალდებულებს, მოვემზადოთ დერეფნის განვითარების შემდეგი ეტაპისთვის. საქართველო ამ ამოცანას პასუხობს ტრანსპორტის განვითარების სტრატეგიული, 10-წლიანი საგზაო რუკის მეშვეობით, რომლის ფარგლებში 2032 წლამდე პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარია გათვალისწინებული. ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ"- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930