გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მხარდაჭერით ლენტეხის სპორტულ სკოლებს სპორტული ინვენტარი გადაეცათ

26-09-2026

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მხარდაჭერით ლენტეხის სპორტულ სკოლებს სპორტული ინვენტარი გადაეცათ.


ღონისძიებას ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი, ტიტულოვანი სპორტსმენი ავთანდილ ჭრიკიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი და ლენტეხის მერი, გიორგი გაზდელიანი ესწრებოდნენ.


ვარლამ ლიპარტელიანმა სპორტსკოლის მოსწავლეებს, ავთანდილ ჭრიკიშვილთან ერთად, ძიუდოს მასტერკლასი ჩაუტარა.


სპორტული ინვენტარის საჭიროების საკითხი ლენტეხელმა ახალგაზრდებმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული შეხვედრებისას წამოჭრეს.


სპორტის სამინისტროსა და ძალოსანთა ფედერაციის მხარდაჭერით საკითხი მალევე გადაიჭრა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30