გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სკანდინავიის ქვეყნებში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს

6-10-2026

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში მასშტაბური როუდშოუ მოაწყო. პრეზენტაციები და B2B ფორმატის შეხვედრები სამივე ქვეყნის დედაქალაქებში - კოპენჰაგენში, ოსლოსა და სტოკჰოლმში  გაიმართა.

 

საინფორმაციო და ბიზნეს შეხვედრებში 10 ქართული და 50-მდე ადგილობრივი ტუროპერატორი მონაწილეობდნენ.

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, კოპენჰაგენის, ოსლოსა და სტოკჰოლმში ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების ამსახველი ბანერები განთავსდა.

 

სკანდინავიის რეგიონში აქტიური მარკეტინგული კამპანია ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და ტურისტული ნაკადების ზრდას, განსაკუთრებით კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის გათვალისწინებით.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031