გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ მეტრეველი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებზე: კარგად უნდა იცოდნენ, რომ პროპაგანდის, ორგანიზებული საინფორმაციო ზეწოლისა და კოლექტიური „ნაცების“ თავდასხმების დროს მარტო არ დარჩებიან

6-10-2026

მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ყოველდღიურად რთულ და პასუხისმგებლობით სავსე გარემოში ასრულებენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.


როგორც მეტრეველი აღნიშნავს, ვინც პატიოსნად, პროფესიონალურად და კანონის ფარგლებში ემსახურება სახელმწიფოს, იმსახურებს არა წინასწარ განაჩენსა და შეურაცხყოფას, არამედ სამართლიან დამოკიდებულებასა და მხარდაჭერას.


„მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ყოველდღიურად რთულ და პასუხისმგებლობით სავსე გარემოში ასრულებენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას.


ამ ადამიანებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ პროპაგანდის, ორგანიზებული საინფორმაციო ზეწოლისა და კოლექტიური „ნაცების“ თავდასხმების დროს მარტო არ დარჩებიან. მათ გვერდით დგას საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ფაქტებს, სამართალს და უდანაშაულობის პრეზუმფციას პატივს სცემს.
ვინც პატიოსნად, პროფესიონალურად და კანონის ფარგლებში ემსახურება სახელმწიფოს, იმსახურებს არა წინასწარ განაჩენსა და შეურაცხყოფას, არამედ სამართლიან დამოკიდებულებასა და მხარდაჭერას“, - წერს მეტრეველი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031