გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: თუ ტრამპს აქვს უფლება თქვას - „უცხოურ ჩარევას არ ვენდობით“, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს უფლება, იგივე თქვას ევროკრატიული, გაუმჭვირვალე „ნაცენჯეოების“ ანტისახელმწიფოებრივ აქტივობაზე - არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში

7-10-2026

„ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე ეუთო/ოდირის უცხოელი დამკვირვებლები აღარ მიიწვია. მიზეზად უცხოური ჩარევისა და გარე გავლენის საფრთხე სახელდება“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილების მიზეზად უცხოური ჩარევისა და გარე გავლენის საფრთხე დაასახელა.


მისივე შეფასებით, თუ ტრამპს აქვს უფლება თქვას - „უცხოურ ჩარევას არ ვენდობით“, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს უფლება, იგივე თქვას ევროკრატიული, გაუმჭვირვალე „ნაცენჯეოების“ ანტისახელმწიფოებრივ აქტივობაზე - არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში.


„ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე ეუთო/ოდირის უცხოელი დამკვირვებლები აღარ მიიწვია. მიზეზად უცხოური ჩარევისა და გარე გავლენის საფრთხე სახელდება.ლოგიკა მარტივია: თუ უცხოური ჩარევა ამერიკის არჩევნებისთვის საფრთხეა, მაშინ რატომ არ შეიძლება იგივე საფრთხე არსებობდეს საქართველოშიც?


თუ ვაშინგტონს შეუძლია თქვას, რომ უცხოურ დაფინანსებას, პოლიტიკურ გავლენასა და გარე ჩარევას საკუთარ საარჩევნო პროცესში არ ენდობა, რატომ არ აქვს იგივე უფლება საქართველოს?რატომ არის ამერიკის შემთხვევაში ეს „ეროვნული უსაფრთხოება“, ხოლო საქართველოს შემთხვევაში - „დემოკრატიის შეზღუდვა“?
მითუმეტეს, საქართველოში წლებია გვესმის საუბარი უცხოურ მავნე გავლენაზე, შავბნელ გრანტებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გარე პოლიტიკურ ქსელებზე. თუ უცხოური გავლენა პრობლემაა, ის მხოლოდ ამერიკაში ხომ არაა პრობლემური?


თუ ტრამპს აქვს უფლება თქვას - „უცხოურ ჩარევას არ ვენდობით“, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს უფლება, იგივე თქვას ევროკრატიული, გაუმჭვირვალე „ნაცენჯეოების“ ანტისახელმწიფოებრივ აქტივობაზე - არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში“,  - წერს აბაშიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031