გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"საქართველოს რკინიგზამ" სარკინიგზო ხაზის პროექტირება დაასრულა და გამოცხადებულია ბაზრის კვლევა იმისათვის, რომ ოქტომბრის ბოლოს გამოცხადდეს ტენდერი სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით - თამარ იოსელიანი

7-10-2026

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი საქართველოსთვის და ზოგადად რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.
 
მისი თქმით, საქართველო აღნიშნულ ნავსადგურს ავითარებს ე.წ. ლენდლორდ მოდელით.
 
„უპრეცედენტო დაინტერესება არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმართ. უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო აღნიშნულ პროექტს გეგმა-გრაფიკის მიხედვით ავითარებს. დღეს ადგილზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომელიც გულისხმობს ტალღმჭრელის და ფსკერდაღრმავებით სამუშაოებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია დაუკავშირდეს შესაბამის სატრანსპორტო კვანძს", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
 
მინისტრის მოადგილის თქმით, „საქართველოს რკინიგზამ"  სარკინიგზო ხაზის პროექტირება დაასრულა.
 
„გამოცხადებულია ბაზრის კვლევა იმისათვის, რომ ოქტომბრის ბოლოს გამოცხადდეს ტენდერი სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031