გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Ipsos Public Opinion Institute – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგი 28%-ს შეადგენს, ფრიდრიხ მერცის ბლოკის რეიტინგი კი 20%-მდე შემცირდა

9-10-2026

Der Spiegel-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მხარდაჭერა 28%-ს შეადგენს, გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ბლოკის (CDU/CSU) რეიტინგი კი კიდევ შემცირდა და 20%-მდე დაეცა.


კვლევაში მესამე ადგილს 15%-ით იკავებს პარტია „მწვანეები“ (The Greens). შემდეგ მოდის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (SPD) 13%-ით და „მემარცხენეები“ (Die Linke) 12%-ით.


5%-ზე ნაკლები აიღეს „თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ“ (FDP) და „სარა ვაგენკნეხტის ალიანსმა“ (BSW). გამოკითხვაში მათ 4-3% მიიღეს.


კვლევა Ipsos Public Opinion Institute-მა 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის შუალედში ონლაინ ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა 2 002-მა პირმა მიიღო.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031