გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ლენდლორდის მოდელი" გვაძლევს საშუალებას, რომ სახელმწიფო ფლობდეს და ავითარებდეს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, შესაბამისად მოვიზიდოთ ინვესტორები და ოპერატორები, რომლებიც შეძლებენ მოიტანონ ტვირთი, გამოცდილება და ინვესტიციები - თამარ იოსელოიანი

9-10-2026

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი უპრეცედენტოდ მაღალია, „ლენდლორდის მოდელი" გვაძლევს საშუალებას, რომ სახელმწიფო ფლობდეს და ავითარებდეს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, შესაბამისად მოვიზიდოთ ინვესტორები და ოპერატორები, რომლებიც შეძლებენ მოიტანონ ტვირთი, შესაბამისი გამოცდილება და ინვესტიციები, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობაზე საუბრისას. 


როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, ეს მიდგომა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და აპრობირებულია - ნავსადგურების დაახლოებით 80% სწორედ მსგავსი მოდელით ვითარდება. 


"ჩვენ უკვე გადავაწყვეთ მთელი პროცესი აღნიშნული მოდელით განვითარებაზე, ახლა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო მოედანზე მიმდინარეობს მშენებლობა, ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს, რომ აშენდეს 1400 მეტრის სიგრძის ტალღმჭრელი და დაღრმავდეს შესაბამისი აკვატორია 17,5 მეტრამდე იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ მივიღოთ ღრმაწყლოვანი და მსხვილ ტონაჟიანი გემები. 


ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გეგმა-გრაფიკის მიხედვით მივდივართ და გუშინ გამოცხადდა ბაზრის კვლევა რკინიგზის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ წლის ბოლომდე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდეს", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. 


თამარ იოსელიანმა ასევე განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 200 მილიონ დოლარს შეადგენს. 


„რკინიგზამ დაამთავრა პროექტირება და ჩვენ უკვე გადავდივართ სამშენებლო პროცესზე. ეს უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ანაკლია დაუკავშირდეს სატრანსპორტო ქსელებს. ამ მიმართულებით საავტომობილო მიმართულებითაც მიდის მუშაობა. ასევე ვგეგმავთ, რომ განვავითაროთ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იმისათვის, რომ შეიქმნას ის ეკოსისტემა, რაც აუცილებელია სატრანსპორტო ჰაბისთვის", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031