გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: საზოგადოებამ უკვე ისწავლა, რომ საერთოდ არ უნდა მიაქციოს ყურადღება ევროპარლამენტის არც დებატებს, არც დოკუმენტებს, საერთოდ არ არის ეს ინსტიტუცია საინტერესო

9-10-2026

საზოგადოებამ უკვე ისწავლა, რომ საერთოდ არ უნდა მიაქციოს ყურადღება ევროპარლამენტის არც დებატებს, არც დოკუმენტებს, საერთოდ არ არის ეს ინსტიტუცია საინტერესო, იმდენად დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 


მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც შეხვედრები იმართება   ევროკავშირიდან აღმასრულებელ შტოს წარმომადგენლებთან, ისინი აცხადებენ, რომ ნაკლები ყურადღება უნდა მიექცეს ევროპარლამენტს. 


„ევროპარლამენტი არ არის საინტერესო. ჩვენ როცა ვხვდებით ხოლმე აღმასრულებელ შტოს წარმომადგენლებს ევროკავშირიდან, ისინი გვეუბნებიან ხოლმე, რომ ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ ევროპარლამენტს. პირდაპირ გვეუბნებიან ხოლმე ამას შეხვედრებზე. საზოგადოებამ უკვე ისწავლა, რომ საერთოდ არ უნდა მიაქციოს ყურადღება ევროპარლამენტის არც დებატებს, არც დოკუმენტებს, საერთოდ არ არის ეს ინსტიტუცია საინტერესო, იმდენად დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს", - განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30