გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს - პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ;

11-10-2026

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ეხმიანება ნანა ჟორჟოლიანის განცხადებას, რომელშიც ის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებულ ოპოზიციონერებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აღიარებული ბრალი მხოლოდ ციხის დატოვებისთვის არის და რეალურად, ეს პირები თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.


შარმანაშვილის თქმით, ეს განცხადება თანამებრძოლების „კეთილდღეობაზე“ ფიქრის მორიგი ნიმუშია, ვინაიდან ჟორჟოლიანის განცხადება იურიდიულ ენაზე ნიშნავს, რომ პროკურორები და მოსამართლეები, საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე უნდა დაფიქრდნენ, რადგან პატიმრები თვალთმაქცობენ და რეალურად ბრალს არ აღიარებენ.


„ის მარტო არ არის ამ ნარატივში. იურიდიულ ენაზე ეს რას ნიშნავს, იცით? ნიშნავს - პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ, თვალთმაქცობენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ. მამაშვილობის საოცარი ნიმუშები ვნახეთ, დადგა დრო თანამებრძოლების კეთილდღეობაზე ფიქრის ნიმუშების წარმოჩენისა. არ დაიწყონ ახლა თავგანწირვაზე და პრინციპულობაზე საუბარი, უადგილო იქნება“, - წერს თენგიზ შარმანაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031