გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყურის ქვეყნების ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

21-10-2026

საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოსაზიდად საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყურის ქვეყნებში აქტიურ მარკეტინგულ აქტივობებს აგრძელებს.

 

მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს კატარიდან, ქუვეითიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 8 მსხვილი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ეწვია. გაცნობითი ტურის ფარგლებში ისინი თბილისის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, კულტურას და კულინარიას გაეცნენ.

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სტუმრები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაში 30-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, ტუროპერატორებმა სამომავლო თანამშრომლობის, ტურების დაგეგმვისა და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავების საკითხები განიხილეს.

 

ყურის ქვეყნების ბაზარი საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. რეგიონიდან ჩამოსული ვიზიტორები მაღალი მხარჯველობით გამოირჩევიან. ამასთან, მათი დაინტერესება საქართველოს მიმართ ოთხივე სეზონზე მაღალია - ისინი ინტერესდებიან როგორც საზღვაო და სამთო კურორტებით, ისე სათავგადასავლო ტურიზმითა და სხვადასხვა ტურისტული აქტივობებით.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30