გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გამსახურდია: პუტჩის მერე, „ედიკას“ და პუტჩისტების გამპრავებელი, ერთ-ერთი იყო გენშერი, ახლა ვაგნერი, თავის მეტრს, გენშერს ედრება ედიკას შვილობილების დაცვაში

23-10-2026

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებას ეხმაურება და მას ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდისა და მისი პოლიტიკური მემკვიდრეების მფარველობაში ადანაშაულებს.


მისი თქმით, გერმანელი დიპლომატის, ჰანს-დიტრიხ გენშერის მსგავსად, დღესაც გერმანელი პოლიტიკოსები „შევარდნაძის შვილობილების“ დაცვას ცდილობენ. გამსახურდია აღნიშნავს, რომ შევარდნაძე-გენშერის შეხვედრებს შევარდნაძის დროინდელი კადრებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს ვერ გააკეთებენ.


„პუტჩის მერე, ედიკას და პუტჩისტების გამპრავებელი, ერთ-ერთი ეგდო გენშერი. მახსოვს ზვიადის მომხრეების დასარბევად, გერმანული ნაგაზები ჩამოუყვანა ედიკას. ეტყობა ახლა ეს ვაგნერი, თავის მეტრს, გენშერს ედრება, ედიკას შვილობილების დაცვაში. იქ, შეხვედრაზე, ბევრი ედიკას დროინდელი ლეშიც ესწრებოდა, რომლების ქვეყნის საქმეს ვერ გააკეთებენ“, - წერს გიორგი გამსახურდია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30