გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში მიმდინარე აქციას კასპში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეუერთდნენ

23-10-2026

კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში მიმდინარე აქციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეუერთდნენ. 


​მხარის რწმუნებულმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კასპის №3 საჯარო სკოლის ეზოში პირველკლასელებთან ერთად სხვადასხვა ჯიშის ნერგები დარგეს.


​საგანმანათლებლო-გარემოსდაცვითი აქციის ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 338-მა პირველკლასელმა პირველი ნერგი დარგო.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30