გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა გამოიყენეს ისევ და ისევ პოპულიზმისთვის, სამართლებრივი კონტრარგუმენტი ჩვენი სარჩელის მიმართ ჩვენ ვერ მოვისმინეთ

27-10-2026

„მოლოდინი გვქონდა, რომ რაღაცას მაინც იტყოდნენ [„ნაცმოძრაობა“] სამართლებრივი თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა გამოიყენეს ისევ და ისევ პოპულიზმისთვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელი პროცესის დაწყებამდე.


მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სარჩელთან დაკავშირებით სამართლებრივი კონტრარგუმენტები ვერ მოისმინა.


„კითხვები სასამართლოსაც გაუჩნდა და შეეცადა სასამართლო, რომ იქნებ მხარეს დაეზუსტებინა კონკრეტულად რა სამართლებრივ კონტრარგუმენტებზე მიუთითებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს კონტრარგუმენტები არ აქვთ და ამიტომაც ვერც მოვისმინეთ“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30