გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ გორდულაძე : ტყუილია, რომ 2025 წელს გამართული აქციები მშვიდობიანი იყო

27-10-2026

ტყუილია, რომ 2025 წელს გამართული აქციები მშვიდობიანი იყო, - ასე პასუხობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლის, ანა წითლიძის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს.


გორდულაძის თქმით, 2025 წელს გამართული შეკრებები იყო ძალადობრივი: 


“სინამდვილეში: 2025 წელს გამართული შეკრებები იყო ძალადობრივი და შეკრების მონაწილეების მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციელებზე თავდასხმას, პოლიციელების კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას და ძალადობრივი აქციის მონაწილეები ცდილობდნენ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას, რაც დადასტურებულია მათივე აღიარებებითა და საპროცესო შეთანხმებებით,” - განაცხადა გორდულაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30