გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის ორი სოფლის - მთიულთუბნის და გუდალეთის დამაკავშირებელ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

28-10-2026

კასპის მუნიციპალიტეტის ორ მაღალმთიან სოფელს - მთიულთუბანსა და გუდალეთს შორის დამაკავშირებელ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.


სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.


პროექტის ფარგლებში გზაზე არმირებული ბეტონის საფარი მოეწყობა, რაც გადაადგილებას საგრძნობლად გააუმჯობესებს.


სამუშაოები მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30