გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე ანა წითლიძის პოსტზე: ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის მორალური სახე. თენგიზ შარმანაშვილი დედის ორმოცის გამო ვერ ესწრება სასამართლო სხდომას და ეს არარაობა ქილიკობს

28-10-2026

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის პოსტს ეხმაურება, თენგიზ შარმანაშვილის სასამართლო სხდომაზე არყოფნასთან დაკავშირებით.
 
მისი თქმით, შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას დედის ორმოცის გამო ვერ ესწრება, წითლიძე კი მის არყოფნაზე ქილიკობს.
 
ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობის მორალური სახე“, რომელმაც წარსულში ათასობით მსხვერპლს დასცინა და მიიჩნევს, რომ ეს ძალა პოლიტიკური სივრციდან სრულად უნდა გაქრეს.
 
„ბატონი თენგიზი დედის ორმოცის გამო ვერ ესწრება სასამართლო სხდომას და ეს არარაობა ქილიკობს... ეს არის კოლექტიური ნაც-მოძრაობის მორალური სახე. ჯერ იყო და მისი კრიმინალური პარტიის დანაშაულებები "აპრავა", ათასობით მსხვერპლს დასცინა, სააკაშვილის რეჟიმისგან მოკლული ადამიანების ხსოვნას გადაუარა და ახლა, ვითომ ქილიკობს ჭირისუფალ ადამიანზე?! არ უნდა აიკრძალოთ კი არა, აუცილებლად უნდა გაქრეთ, პოლიტიკური სივრციდან!“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30