გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი სამხარაძე: საქართველოში მუნიციპალიტეტი არ არსებობს, სადაც ერთი ერთში არ მეორდებოდეს „ნაცური“ რეჟიმის შემქმნელების მიერ ჩადენილი დანაშაულები, ყველგან ატერორებდნენ მოქალაქეებს, ქმნიდნენ „ახალ ქართველს“, რომელსაც არაფერი ექნებოდა ქართული

28-10-2026

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებს იხსენებს და აცხადებს, რომ საქართველოში არ არსებობს მუნიციპალიტეტი, სადაც „ნაცური რეჟიმის“ შემქმნელებს დანაშაული არ აქვთ ჩადენილი.


მისი განცხადებით, 64-ვე მუნიციპალიტეტში, „ნაცმოძრაობის“ დროს, მკვლელობები, ქონების ჩამორთმევა, რეკეტი და სხვა სახის დანაშაულები, ერთი მეთოდით არის ჩადენილი.


„ბოლო პოსტში ნაცების რეჟიმის დროინდელი მოკლული მოქალაქეების სია გამოვაქვეყნე. მკვლელობების, რეკეტისა და უსამართლობის გარდა, ამ სიიდან კიდევ ის ჩანს, რომ საქართველოში მუნიციპალიტეტი არ არსებობს, სადაც ერთი ერთში არ მეორდებოდეს ნაცური რეჟიმის შემქმნელების მიერ ჩადენილი დანაშაულები! 64 მუნიციპალიტეტში მკვლელობები ერთი და იმავე მეთოდით არის ჩადენილი! ქონების ჩამორთმევა, რეკეტი, შეკერილი საქმეები, 64-ვე მუნიციპალიტეტში იდენტურია! განა რამე სიახლეს ვამბობ, მაგრამ უბრალოდ რომ გადახედო, სად, ვინ ჰყავთ მოკლული ან გაუბედურებული, საქართველოს ყველა რეგიონს მიიღებთ. არც დეტექტივობა და არც კრიმინალისტიკა დაგჭირდებათ! ყველგან ატერორებდნენ საკუთარ სახელმწიფოში მყოფ მოქალაქეებს! ქმნიდნენ „ახალ ქართველს“, რომელსაც არაფერი ექნებოდა ქართული! ეს კიდევ ცალკე ისტორიაა“, - წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30