9-01-2019
თბილისში დღეს დილით, ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 12 ადამიანი კი დაშავდა.
დაშავებულები სამშენებლო კომპანია „რედიქსში“ დასაქმებული მუშები იყვნენ. სამშენებლო კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის რატი ცქიტიშვილის განმარტებით, შემთხვევა დილით, სამუშაო დროის დაწყებისას მოხდა, როდესაც დასაქმებულები ჯიხურში შედიოდნენ.
ცქიტიშვილი ადასტურებს,რომ ყველა დაშავებული საქართველოს მოქალაქეა.საქმეზე გამოძიება 275-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
17-01-2025
17-01-2025
16-01-2025