გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, იანვარი 27, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დღესდღეობით ექსპორტზე 28,855 ტონა მანდარინია გასული

16-01-2019

მიმდინარე წლის 15 იანვრის მონაცემებით მანდარინის ექსპორტმა 28,855 ტონა შეადგინა.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩება რუსეთი (19,267 ტ) და უკრაინა (6,280 ტ), ასევე სომხეთი (2,690 ტ), უზბეკეთი (261 ტ), ყაზახეთი (138), ბელორუსია (120 ტ), ყირგიზეთი (60 ტ), ლატვია (40 ტ).


მანდარინზე საბითუმო ფასი 0.40-დან 0.70 ლარამდეა.


ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ, 2018 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 14 იანვრის მდგომარეობით შეადგინა 11,855 ტონა. გასული წლის ანალოგიური პერიოდისათვის აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენდა 8,259 ტონას.


აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. შტაბის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.


საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, მოქმედებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზიც (1501).



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031