გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეორე კვარტალში სასაკლაოებში 62,8 ათასი სული პირუტყვი დაიკლა

25-08-2020

მიმდინარე წლის II კვარტალში საქართველოში 84 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 20.2 პროცენტი - ქვემო ქართლში, 15.5 პროცენტი - კახეთში, 13.1 პროცენტი - იმერეთში, 13.1 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, 11.9 პროცენტი - შიდა ქართლში, ხოლო დანარჩენი 26.2 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წლის II კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 62.8 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 39.6 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 60.4 პროცენტი-წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა).

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 773.7 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების მიერ 2020 წლის II კვარტლის განმავლობაში 8 444.7 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 31.1 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 49.1 პროცენტი - ფრინველის, 19.1 პროცენტი - ღორის, 0.6 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

ამავე პერიოდში მომსახურება გაეწია 6.5 ათას პირს, საიდანაც 25.9 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 817 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 26.0 ლარი, ცხვრის ან თხის - 10.9 ლარი, ხოლო ღორის - 23.9 ლარი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930