გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულას“ წინააღმდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის საჩივარი არ დააკმაყოფილა

27-08-2020

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის საჩივარი არ დააკმაყოფილა. საქმე ეხება „ფორმულას“ ეთერში განთავსებულ გადაცემას „ფსკერი“, სადაც მოხდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და გადაცემა „ახალი დღის“ ლოგოების და ვიზუალური შეფუთვის უცვლელი სახით გამოყენება.

კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, ტელეკომპანია „ფორმულამ“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიზუალური კომპონენტები საკუთარ ორიგინალურ კონტენტს, პაროდიის მიზნით დაადო და აღნიშნული ლოგოები მაუწყებლის გაშარჟებისთვის გამოიყენა. საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ „ფორმულას“ მიზანი იყო სატირულ-იუმორისტული გადაცემის განთავსება და მისი მოტივაცია არ ყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „ახალი დღის“ ლოგოების და ამავე გადაცემის ვიზუალური კომპონენტების საკუთარი მაუწყებლობის ან გადაცემის ამოსაცნობ ნიშნებად გამოყენება.

შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ პაროდიულ-იუმორისტული მიზნით განთავსებული გადაცემა საავტორო და მომიჯნავე უფლებების არამართლზომიერ გამოყენებად არ ჩათვალა და საზოგადოებრივ მაუწყებელს საჩივარი არ დაუკმაყოფილა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031