გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები გრძელდება

28-08-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ეკა მაისურაძემ, ზედმხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულა, ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას და სოფელში არსებულ მდგომარეობაზე მიიღო ინფორმაცია.

1. სოფელი სევა, ფარახეთი, ჭიბრევი - გზების რეაბილიტაცია
შემსრულებელი - შპს „ ლიზი“
ჯამური ღირებულება - 115552,3 ლარი.
დაფინანსების წყარო - 100% ადგილობრივი ბიუჯეტი.

2. სოფელი ახალი ჩორდი - სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია
შემსრულებელი - ი/მ თეიმურაზ გოგშელიძე
ჯამური ღირებულება - 10 000 ლარი.
დაფინანსების წყარო - 100% სოფლის მხარდაჭერის პროგრამა.

3. სოფელი ფარახეთი - გზის რეაბილიტაცია.
შემსრულებელი - ი/მ თეიმურაზ გოგშელიძე
ჯამური ღირებულება - 10 000 ლარი.
დაფინანსების წყარო - სოფლის მხარდაჭერის პროგრამა.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები საქართველოში ახალი კორონავირუსული დაავადების (COVID-19) გავრცელებისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შემუშავებული, რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031