გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მათიკაშვილი: სააკაშვილს ციხეში ნათელ "კაბინეტს" დავახვედრებთ, სადაც დიდხანს მოუწევს ყოფნა

28-08-2020

მიხეილ სააკაშვილის "გაბედულ" ნაბიჯს, საქართველოში დაბრუნების შესახებ, ვფიქრობ ენთუზიაზმით შეხვდება შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი და სუფთა და ნათელ "კაბინეტს" დაახვედრებს ციხეში, სადაც დიდი ხნით მოუწევს მას პრემიერობანას თამაში საკუთარ თავთან - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი ექსპეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში დაბრუნების შესახებ.

" ამ კარიკატურულმა ფიგურამ პოლიტიკური ველიდან ტრაგი-კომიკურ ჟანრში გადაინაცვლა: ტრაგიკული- მისი მცირერიცხოვანი მომხრეებისთვის, ხოლო კომიკური დანარჩენი საქართველოსთვის. ბატონო მიხეილ, თქვენ ვერასდროს გახდებით საქართველოში ვერც პრემიერი და ვერც ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი, ეს ამ ცხოვრებაში არ მოხდება და ეს ყველაზე კარგად იცით თქვენ! თქვენს საქართველოში შესაძლო დაბრუნებას რაც შეეხება, უდაოდ მისასალმებელი ფაქტია: მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა ვფიქრობ დაგიფასდებათ სასჯელის მოხდის ნაწილში" - აცხადებს დეპუტატი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031