გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე რიჟვაძე: „ქართულმა ოცნებამ“ გააჩერა ძალადობა, ბიზნესის ტერორი, მეწარმეების გაკულაკება და დაამკვიდრა ყველაზე ღირებული - ადამიანის ღირსება

29-08-2020

პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დღეს ბათუმის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

ბათუმში მმართველი გუნდის სახელით საპარლამენტო არჩევნებზე რესან კონცელიძე იბრძოლებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კი ტიტე აროშიძე იქნება.

„ჩვენი ე.წ. ოპონენტები ძალიან ხშირად გვაბრალებენ, რომ თითქოს ჩვენ დავაპაუზეთ ამ ქალაქის, ამ რეგიონის განვითარება. მათ მინდა ვუპასუხო და დავეთანხმო მხოლოდ ერთ რამეში, რომ მართლაც 2012 წელს, „ქართულმა ოცნებამ“ მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, დააპაუზა და გააჩერა მათი ძალადობა, ბიზნესის ტერორი, მეწარმეების გაკულაკება და დაამკვიდრა ერთადერთი და ყველაზე ღირებული: ადამიანის ღირსება, თითოეული საქართველოს მოქალაქის თავისუფლება და სწორედ ამ ყველაფრის საფუძველზე ჩვენ შევძელით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.

წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მმართველი პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031