გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: არჩევნებში ჩვენ აუცილებლად შევძლებთ გამარჯვებას

29-08-2020

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბათუმში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების რესან კონცელიძის და ტიტე აროშიძის წარდგენაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

კალაძის გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომელსაც ზღვა, გადამწვანებული მთები, დიდებული კულტურული მემკვიდრეობა და რაც მთავარია, აქ მცხოვრები ადამიანები განსაკუთრებულ კოლორიტსა და ხიბლს სძენს. ბათუმელები ძალიან მშრომელი, საკუთარ კუთხესა და ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები ბრძანდებით და მე , როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ძალიან მიხარია, რომ დღეს ვიმყოფები ჩვენი ქვეყნის ამ ულამაზეს ქალაქში და მინდა, ბათუმიდან მივესალმო სრულიად საქართველოს .

აჭარა და ბათუმი სამაგალითოა ტოლერანტობის, სხვადასხვა ერებისა თუ რელიგიური კუთვნილების ადმიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიციით, სადაც გმირი ადამიანები დიდი საქმეებითა თუ ყოველდღიური საქმიანობით ჩვენს სამშობლოს აერთიანებდნენ და აძლიერებდნენ.

ბათუმის თითოეულ მცხოვრებს, თითოეულ ქრისტიანს, თითოეულ მუსლიმს, თითოეულ ბერძენს, ებრაელს, თუ უკრაინელს, ამ ქალაქის და ამ ქვეყნის სიყვარული აერთიანებს. არავითარი განსხვავებულობა, ამ სიყვარულზე მაღლა არასდროს არ მდგარა და ვერც ვერასდროს დადგება, რადგან ჩვენ ყველა ერთი ვართ, რადგან ჩვენ საერთო სამშობლო გვაქვს და საერთო საქმე გვაქვს ჩვენი ქალაქისა და ქვეყნისთვის გასაკეთებელი.

„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ქვეყანაში სახელმწიფოებრიობის, თავისუფლების, სამართლიანობისა და ღირსების განცდა დაუბრუნა მოქალაქეებს. დღეს სახელმწიფო აღარ ცდილობს დათრგუნოს, დღეს სახელმწიფო არ ართმევს, არ ატერორებს და ეს ყველაფერი ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ჩავაბარეთ წარსულს და საქართველოში არასდროს არ დაბრუნდება ის წლები , როდესაც ადამიანები იჩაგრებოდნენ. პირიქით, დღეს სახელმწიფო ზრუნავს და ცდილობს მათ დახმარებას. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი გლობალური პანდემია და სახელმწიფოს მხრიდან პანდემიის პირობებში გატარებული პოლიტიკაა.
პანდემია, რომელიც ჩვენმა გუნდმა ეფექტურად მართა და ქვეყანას ზიანი მაქსიმალურად აარიდა, თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით მაინც დაზარალდა ჩვენი ქვეყანა, განსაკუთრებით ტურისტული სექტორი, რომელიც ბათუმისა და ბათუმელებისთვის შემოსავლების ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა.
სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ ტურისტული სექტორის სტიმულირება და დახმარება აქტიურად დაიწყო, რითიც ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს მცირედით მაინც შევუმსუბუქეთ ზიანი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ხალხის და ქართული ეკონომიკის გვერდში დგომას და ყველა საჭირო ღონისძიებას გავატარებთ, რაც კრიზისის მართვისთვის იქნება საჭირო.


დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით ჩვენ ყველაფერს შევძლებთ. ჩვენ ამის ბევრი საუკეთესო მაგალითები გვაქვს, დაწყებული 2012 წლიდან და ყველას გვახსოვს თუ რა მდგომარეობა იყო, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მიმართ, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ. ჩვენ ყველამ საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახზე , ჩვენს ახლობლებზე, მეგობრებზე გამოვცადეთ ეს ყველაფერი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ საბედნიეროდ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით როგორც ეს ყველა ცივილიზებულ განვითარებულ ქვეყანაში ხდება წარსულს ჩავაბარეთ ის ცუდი ყველაფერი, რაც ხდებოდა.


ახლა მთავარია, რომ გავერთიანდეთ და მე დარწმუნებული ვარ არჩევნები, რომელიც ახლოვდება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მაქვს მხედველობაში , რა თქმა უნდა, თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით ჩვენ აუცილებლად შევძლებთ გამარჯვებას და ეს არ იქნება მხოლოდ პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვება, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მშობლებისთვის, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი შვილებისთვის , მომავალი თაობებისთვის , ახალგაზრდებისთვის, ჩვენი ბებიებისა და ბაბუებისთვის . შესაბამისად საჭიროა ერთად დგომა.
ერთად საქართველოს წარმატებისთვის !"-განაცხადა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930