გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარიამ ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა დაათვალიერა

29-08-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რესან კონცელიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატმა ტიტე აროშიძემ, ბათუმში, მასშტაბური სოციალური პროექტის - ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა დაათვალიერეს.

მიმდინარე სამუშაოების შესახებ მმართველი გუნდის ლიდერებს ინფორმაცია სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. მათი ინფორმაციით, მშენებლობა დადგენილ ვადებში დასრულდება. ამ ეტაპზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებით, ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრნენ და აღნიშნეს, რომ საცხოვრებელი კომპლექსის აშენების შედეგად, მათ ცხოვრების ღირსეული პირობები შეექმნებათ.

ე.წ „ოცნების ქალაქის" ტერიტორიაზე მოსახლეობა წლების განმავლობაში უკიდურესად მძიმე, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში ცხოვრობდა. 2019 წლის თებერვალში მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, აჭარაში წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი სოციალური პრობლემა გადაიჭრება.

პროექტით გათვალისწინებულია სამი 12-სართულიანი სახლის მშენებლობა. პროექტის ღირებულება 38.7 მილიონი ლარია. მშენებლობის შემდეგ ეტაპზე გათვალისწინებულია სკოლის, საბავშვო ბაღის და სათამაშო მოედნების მოწყობა.

პროცესში ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციები - Unicef-ი და წითელი ჯვარი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930