გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ის, რაც მოსწონს ამერიკის და ევროკავშირის ელჩებს, არ მოსწონს „ნაციონალურ მოძრაობას" - გურამ მაჭარაშვილი:

1-09-2020

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მნიშვნელობაზე განცხადება გააკეთა.

„ჩვენ არსებული კანონმდებლობითაც აუცილებლად ვუზრუნველყოფდით, რომ წინასაარჩვევნო კამპანია და ასევე არჩევნების დღე იქნებოდა სამაგალითო ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის, მაგრამ აქაც გვინდა, რომ მინიმალურ დონეზე დავიყვანოთ სპეკულაციები ოპოზიციური სპექტრიდან და შემოვედით საკანონმდებლო ინიციატივით, რითაც ჩვენ ვამკაცრებთ ისეთი ტიპის შესაძლო დანაშაულებს, როგორიცაა ამომრჩეველზე ზეწოლა ან დაშინება. ეს ცვლილებები მოიწონეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩმა და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაცილებით უფრო ეფექტური იქნება ეს ცვლილებები ვიდრე აქამდე არსებული კანონმდებლობა. მაგრამ აქ გამონაკლისი ვერ იქნებოდა ოპოზიცია, რომელმაც თავისი ნეგატიური პოზიცია დააფიქსირა და არგუმენტები, რა თქმა უნდა, აქაც არ აქვთ. ასეთი სურათია - ის რაც მოსწონს ამერიკის და ევროკავშირის ელჩებს, არ მოსწონს „ნაციონალურ მოძრაობას“, ის რაც მოსწონს ქართულ საზოგადოებას, მაგალითად, პანდემიასთან წარმატებული ბრძოლა, სოციალური და მატერიალური დახმარებები, არ მოსწონს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის დანაყოფებს. ასეთი დღის წესრიგი აქვთ წინასაარჩევნო კამპანიის დროს. მე მესმის, რომ დღეს უკვე მათმა ლიდერმა, რომელსაც კიდევ უფრო გაურთულდა საქმე და პრაქტიკულად აღიარა მათ მიერ უარყოფილი ჩადენილი დანაშაულებები და ალბათ ახლა გადაწყვიტეს, რომ საზოგადოებაში წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების ნაცვლად, დღეს ბიუროს სხდომაზე და პარლამენტში დაიწყეს წინასაარჩევნო კამპანია“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930