3-09-2020
არჩილ თალაკვაძეს კოვიდინფექცია განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა. "შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე 12-დღიანი თვითიზოლაციის ამოწურვისთანავე, აქტიურ საპარლამენტო საქმიანობასა და საარჩევნო კამპანიას დაუბრუნდება.
განმეორებითი ტესტირების შედეგად, კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა არჩილ თალაკვაძის ოჯახის წევრებსაც"-ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.