გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი ძამას ხეობაში გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

4-09-2020

ძამას ხეობაში აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მნიშვნელობის, ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანის 16 კმ-მდე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის დასრულებაც სექტემბრის ბოლოს იგეგმება, - სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა დუგლაძე.

მდინარე ძამაზე ახალი სახიდე გადასასვლელი, საყრდენი კედლები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა შენდება.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 14,5 მილიონი ლარია. სამუშაოებზე დასაქმებულია 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, ადგილობრივი მცხოვრებლები.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ხაზი გაუსვეს პროექტის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ როგორც სახელმწიფოებრივი, ისე ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რაც ადგილობრივების დასაქმებას და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930