გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხობში ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

4-09-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე  შესული ინფორმაციის თანახმად, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსა-დღვაბას მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მუნჩიაზე უკანონო თევზჭერის შესახებ. ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთას მკვიდრი, ორ უცნობ პირთან ერთად, აკრძალული საშუალებით - თვითნაკეთი ელექტროშოკის აპარატით, ე.წ. „პილინგით“ თევზაობდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები სავარაუდო დანაშაულის ადგილზე გავიდნენ, თუმცა ადგილზე სავარაუდო სამართალდამრღვევები აღარ დახვდათ. ზარის ინიციატორების ინფორმაციით, ბრაკონიერები დანაშაულის ადგილიდან ავტომანქანით მიიმალნენ.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა. საქმეზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930