4-09-2020
შვედეთის სამეფოს სამხრეთ რეგიონ სკონეში, ვეიბის ვენახში „ქართული ქვევრის მარანი“ საზეიმოდ გაიხსნა.
ღონისძიებაზე შესავალი სიტყვით წარსდგა მარანის მეპატრონე იეპე აპელინი რომელმაც ვრცლად ისაუბრა საქართველოს შესახებ, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც მსოფლიოში ღვინის მწარმოებელ უძველეს ქვეყანას
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა შვედეთის სამეფოში, მალხაზ კაკაბაძემ და შვედეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ჰანს ვოლმარკმა.
საქართველოს ელჩმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს ისტორიაზე, კულტურაზე, ღვინის დამზადების მრავალსაუკუნოვან ტრადიციაზე.
შვედეთის პარლამენტის წარმომადგენელმა ვრცლად ისაუბრა საქართველო-შვედეთის ურთიერთობებზე, საქართველოს როლზე რეგიონში, ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
გახსნის ცერემონიალის შემდეგ გაიმართა მიღება,სადაც სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ქვევრში დამზადებული ღვინითა და ქართული ტრადიციული კერძებით.
ღონისძიების ფარგლებში ქართული საგალობლები შეასრულა სტოკჰოლმის წმინდა გიორგის სამრევლოს მგალობელთა გუნდმა თემურ პოტასკაევის ხელმძღვანელობით.