5-09-2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 01 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 207ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 7 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 65 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 44 ფაქტი, აჭარაში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 18, ქვემო-ქართლშიც - 18, სამეგრელო-ზემო სვანეთში -17, შიდა ქართლში - 15, გურიაში - 5, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში- 3, მცხეთა მთიანეთში - კი2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 487 მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 15 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 8 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.