გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისში თამარ დახუნდარიძის ვარსკვლავი გაიხსნა

5-09-2020

ყველა ძირძველმა ქუთაისელმა იცის ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მესამე საშუალო სკოლის მნიშვნელობა და თამარ დახუნდარიძის სახელი, ლეგენდარული პედაგოგის და მრავალი წლის მანძილზე მესამე სკოლის დირექტორის, რომელიც უკვე თითქმის საუკუნეა პედაგოგის და დირექტორის ეტალონად ითვლება, - ამის შესახებ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა თამარ დახუნდარიძის ვარსკვლავის გახსნაზე განაცხადა.

მერობის კანდიდატი ღონისძიებას მაჟორიტარობის დეპუტატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაზე ასევე, თამარ დახუნდარიძის ძმისშვილი ირაკლი დახუნდარიძე იმყოფებოდა.

"ქუთაისელი უნდა იყო, რომ ჩაწვდე ამ მოვლენის მნიშვნელობას და არსს. ამავდროულად უნდა გტკიოდეს გული თითოეულ თანაქალაქელზე და ქართველზე, რომელიც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ პროფესიის ადამიანებს, რომლებსაც ფაქტიურად ჩვენი შვილების სულს ვანდობთ, განვუმტკიცოთ ავტორიტეტი, შევინარჩუნოთ მოწიწება პედაგოგების მიმართ იმდენად, რომ მათი სახელი და პროფესიონალიზმის ამბავი თაობიდან თობას გადაეცემოდეს, როგორც ეს მოხდა ლეგენდარული თამარ დახუნდარიძის შემთხვევაში", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930