7-09-2020
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ვეტერანის დღისადმი, მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, აცხადებს ფოტოკონკურსს - "ვეტერანი."
საკონკურსო ფოტოების მიღება დაიწყება 5 სექტემბერს და გაგრძელდება 3 ოქტომბრამდე. ფოტოები, რომლებიც საზოგადოებაში ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს, გამარჯვებულად ვეტერანის დღეს, 17 ოქტომბერს გამოცხადდება.
იმისათვის, რომ ფოტომ მონაწილეობა მიიღოს კონკურსში,ის უნდა აკმაყოფილებდეს კონკურსის თემატიკას. უნდა იყოს მაღალი ხარისხის, არანაკლებ 2000 პიქსელის. ფოტო უნდა იყოს მონაწილის გადაღებული. ფოტოკონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს გრაფიკული დიზაინით ან ფოტო-მონტაჟით შექმნილი ფოტოები;
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უფლებამოსილია, კონკურსიდან მოხსნას ფოტო, რომელიც არ შეესაბამება თემატიკას, ზემოთ მითითებულ წესებსა და პირობებს.
I,II, III ადგილზე გასული ფოტოს ავტორებს, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რჩეული ფოტოს ავტორს გადაეცემათ სხვდასხვა ფასიანი მობილური ტელეფონები.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ფოტოები უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
info@veterans.gov.ge, ან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ოფიციალურ facebook გვერდზე: https://www.facebook.com/veteranebi/?ref=bookmarks
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ სამსახურის ცხელ ხაზზე: 2 48 16 26;