გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქობულეთსა და ბათუმში ბავშვებისა და სტუდენტებისთვის პირველი ოქტომბრამდე სასწავლო პროცესი დისტანციურად იწარმოებს

7-09-2020

ორი კვირით, პირველ ოქტომბრამდე, ბათუმში და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდება და იქნება დისტანციურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბათუმში ბოლო თვეების განმავლობაში, შიდა ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, მობილობა იყო ძალიან მაღალი, შესაბამისად, ინფიცირების ზრდა მოსალოდნელი იყო.

„ორი კვირით, პირველ ოქტომბრამდე, ბათუმში და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდება და იქნება დისტანციურად. ეს ნიშნავს იმას, რომ ქობულეთში და ბათუმში ბავშვები კლასში და სტუდენტები აუდიტორიაში სწავლას განაგრძობენ პირველი ოქტომბრიდან. მანამდე სწავლას დაიწყებენ დისტანციურად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეპიდემიის და ვირუსის მართვის პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ყველანი ვხვდებით, რომ ბათუმში ბოლო თვეების განმავლობაში, შიდა ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, მობილობა იყო ძალიან მაღალი, შესაბამისად, ინფიცირების ზრდას ჩვენ მოველოდით და ამისთვის როგორც ბათუმში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ყველაფერი მზად არის. მთავარია, რომ ეპიდემიის და ვირუსის მართვის პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სასწავლო წელი მობილობის კიდევ უფრო გაზრდას გამოიწვევს, ჩვენ დღეს გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღეთ“, - განაცხადა გორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს სხდომები კვირაში ორჯერ - ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს გაიმართება.

„დღეს გვქონდა საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს სხდომები შედგება ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს. ჩვენ გადასულები ვიყავით კვირაში ერთხელ შეხვედრებზე. დღეის მონაცემებით, ქვეყანაში გვაქვს 34 ახალი ინფიცირების შემთხვევა. აქედან 32 შემთხვევის წყარო დადგენილია, 20 შემთხვევა გახლავთ ბათუმი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930